NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ჩინეთს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
სტოლტენბერგის თქმით, თუ ჩინეთის ხელისუფლებას დასავლეთთან კარგი ურთიერთობები სურს, ომს ხელი არ უნდა შეუწყოს. ამის შესახებ მან ბერლინში ვიზიტისას განაცხადა.
ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის ჩინეთის დახმარება მნიშვნელოვანია, რადგან ომის საწარმოებლად საჭირო მაღალი ტექნოლოგიებით მისგან მარაგდება.
მანამდე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, გააძლიერონ და უზრუნველყონ უკრაინის სამხედრო დახმარება, მათ შორის საჰაერო თავდაცვა.