NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინას მალე ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის.
სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, გააძლიერონ და უზრუნველყონ უკრაინის სამხედრო დახმარება, მათ შორის საჰაერო თავდაცვა.
ამასთან, NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ალიანსის მოკავშირეებს შეუძლიათ მიაწოდონ კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, SAMP/T.
კვირის დასაწყისში სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსის წევრებს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის მოთხოვნა ზოგიერთი მათგანის გადაცემის შესახებ.