NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მადრიდის სამიტზე საქართველოს დახმარების ახალ პაკეტს მიიღებენ. ეს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განაცხადა.
"გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს მჭიდრო პარტნიორებთან. სამიტში საქართველო და ევროკავშირი მიიღებენ მონაწილეობას. მივიღებთ ახალ პაკეტს ჩვენი პარტნიორების: საქართველოს, ბოსნია ჰერცეგოვინას და მოლდოვას დასახმარებლად"- თქვა სტოლტენბერგმა.
NATO-ს სამიტი მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება.