logo
ENG



სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის მიერ იარაღის გამოყენების შეზღუდვები უნდა გადაიხედოს

30 მაი 202419:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/30/keqml8ou4hxzj7r.jpg

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ დრო მოვიდა ალიანსმა გადახედოს ზოგიერთ შეზღუდვას, რომელიც უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებას ეხება.

"მოკავშირეები უკრაინას აწვდიან სხვადასხვა სახის სამხედრო მხარდაჭერას და ზოგიერთმა მათგანმა დააწესა გარკვეული შეზღუდვები ამ იარაღის გამოყენებაზე (...) ეს არის ეროვნული გადაწყვეტილებები", - განაცხადა სტოლტენბერგმა პრაღაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

"მაგრამ ვფიქრობ, რომ იმის გათვალისწინებით, როგორ ვითარდებოდა ეს ომი, მოვიდა დრო გადაიხედოს ზოგიერთი ეს შეზღუდვა, რათა უკრაინელებს რეალურად საკუთარი თავის დაცვის საშუალება მიეცეთ", - თქვა მან.

მაშინ როდესაც უკრაინელი ლიდერები მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერებს იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვები შეამსუბუქონ, ბოლო დროს დასავლელი პოლიტიკოსები აღნიშნულ საკითხზე სულ უფრო მეტად განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ.


close დახურვა