logo
ENG



სტრატეგია აღმაშენებელი ქართულ ოცნებას: ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!

11 მარ 202114:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/11/hu7pftdqexvb507.png

სტრატეგია აღმაშენებელი ტვ პირველიდან მასალების იძულებით ამოღებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი და ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას ემსახურება.

მათი თქმით, სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირი საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლო პროცესთა.

"ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა, რაც ასევე განმტკიცებულია ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, რომელსაც პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს საქართველოში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!" - ნათქვამია განცხადებაში.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების იძულებით ამოღების ნებართვა მისცა. ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას და მიღებულ განჩინებასაც ასაჯაროვებს. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ.

ტელეკომპანიის ცნობით, პროკურატურა ითხოვს არა უშუალოდ ინფორმაციას, არამედ ელექტრონულ მატარებელსა და კონვერტს, ან სხვაგვარ მასალას. 


close დახურვა