„სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ" - ასე ერქმევა აქციას, რომელიც დღეს თსუ-ს ეზოში გაიმართება. სტუდენტები 18 ნოემბერს აქციის დარბევისას აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა უსამართლოდ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებაა. უნივერსიტეტის ეზოდან სტუდენტები 19:00 საათისთვის პარლამენტთან გადაინაცვლებენ და მთავარ აქციას მსვლელობით შეუერთდებიან.
„მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს შემოგვიერთდნენ ამ ჯანსაღ პროტესტში, რომელიც იქნება აბსოლუტურად აპარტიული. გააპროტესტონ ჩვენთან ერთად ჩვენი მეგობრების დაკავება, რათა ხვალ ისინი არ აღმოჩნდნენ ამ უსამართლობის მსხვერპლნი “,-განაცხდთა თორნიკე კობახიძემ.