logo
ENG



სტუდენტების ნაწილი სწავლის საფასურს ვერ იხდის და დახმარებას განათლების სამინიტროს სთხოვს

02 აპრ 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ , რის გამოც ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა,  პრობლემები სტუდენტებსაც შეექმნათ. მათი დიდი ნაწილი სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს, უნივერსიტეტების უმეტესობა კი გადასახადის გადახდას  ითხოვს. სტუდენტები დახმარებას, განათლების სამინისტროს სთხოვენ.

ზოგიერთმა ინსტიტუტმა სტუდენტებს გადასახადი გადაუვადა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც დათმობაზე არ წავიდნენ

უნივერსიტეტების ნაწილში  ამ თემაზე საუბარი არ სურთ,სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში  კი აცხადებენ, რომ მსგავსი სტუდენტების პრობლემას ადმინისტრაცია ინდივიდუალურად განიხილავს. 

სტუდენტების პრობლემების მოგვარებას ვერ პირდება ვერც განათლების სამინისტრო. უწყებაში  განმარტავენ, რომ კანონი მათ  უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევის უფლებას არ აძლევს და სტუდენტების ამ კონკრეტულ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ.

სტუდენტების მოთხოვნას, რომლთაც ფინანსური ვალდებულებების შესრულების პრობლემა შეექმნათ, განცხადებები არ გაკეთებულა მთავრობაში. პრემიერმა კი კითხვის ნიშნის ქვეშ მთლიანი აკადემიური წელი დააყენა.

პრემიერის აღნიშნული განცხადება მიუღებელია სტუდენტებისთვის. მათი თქმით, აკადემიური წლის დაკარგა პრობლემებს შეუქმნით 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რაოდენობა 140 ათასზე მეტს შეადგენს, ყველა მათგანი ონლაინ სწავლებაზეა გადასული.


close დახურვა