logo
ENG



სუიცა: დასანქცირდნენ ის ადამიანები საქართველოში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე

17 დეკ 202415:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/17/7b9lcwti1kqgqjf.png

მოგესალმებით, უკვე 3 კვირაა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ეს მოჰყა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გახსნიან.

ეს არის ნაბიჯი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. სიტუაცია საქართველოში უარესდება, ბოლო 5 კვირის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი იქნა დაკავებული და 300-მა განიცადა ძალადობა. პოლიციამ დააკავა 400-ზე მეტი პირი და მათ ადმინისტრაციული წესით ედავებიან, თუმცა არავინაა დაკავებული მოძალადე ჯგუფებიდან და არც ის სამართალდამცავები, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს.

ეს არ არის იზოლირებული შემთხვევები, არამედ ზოგადად აჩვენებს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას. 26 ოქტომბერს გამართული არჩევნები სერიოზული დარღვევებით წარიმართა. ასევე მანამდე მიიღეს ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებს. ევროკავშირი იღებს ზომებს, მათ შორის, პოლიტიკური კონტაქტების შემცირება საქართველოს მთავრობასთან, ასვე ფინანსური დახმარების შეჩერება მთავრობისთვის. საქართველოს გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული, სანამ  საქართველოს მთავრობა არ შეცვლის თავის კურსს.

მე მოვუწოდებ ევროკავშირს, რომ იმოქმედოს მკაცრად და ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, უნდა აგონ პასუხი, უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული დემონსტრანტები და აღდგეს გაწევრიანების პროცესი. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ჩვენ ასევე მოვუწოდებთ, რომ დასანქცირდნენ ის ადამიანები საქართველოში, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ შორის, იმით, რომ საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი დაფინანსება, გადამისამართდება სამოქალაქო საზოგადოებაზე.


close დახურვა