logo
ENG



სულხან სალაძე: თავიდანვე ცნობილი იყო, რო შოთაძე იქნებოდა პროკურორი

06 თებ 202017:24
3 წუთის საკითხავი
 

საპროკურორო საბჭოს მიერ ირაკლი შოთაძის 4 კანდიდატს შორის დასახელებას უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათი თქმით, საბჭოს მუშაობის პროცესი ფორმალურია და მიკერძოებული. რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, ისინი დარწმუნებულნი არიან რომ ეს გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია. 

„არაფერი გასაკვირი აქ არ არის. თავიდანვე ცნობილი იყო, რო შოთაძე იქნებოდა პროკურორი. მთავარი პრობლემაა ის რომ ხელისუფლება აქცენტს არა პოლიტიკურად ნეიტრალურ ადამიანზე, არამედ პირად ერთგულებაზე აკეთებს“ ,-აღნიშნა სულხან სალაძემ

შეგახსენებთ, რომ ხვალ საპროკურორო საბჭო ბოლო სხდომას გამართავს და შერჩეული ოთხი კანდიდატს უყრის კენჭს. გამოვლენილი კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

 

 


close დახურვა