logo
ENG



სულხან სალაძე ოცნების ხვალინდელ აქციაზე: რეგიონებიდან ხალხის დიდი ნაწილი მოტყუებით ჩამოჰყავთ

13 დეკ 201914:36
3 წუთის საკითხავი
 
dx1qo610wpu9a6i.jpg

"სინამდვილეში, მმართველ პარტიას ძალის დემონსტრირება სურს და რეგიონებიდან ხალხის დიდი ნაწილი მოტყუებით ჩამოჰყავს (თუ არ გჯერათ, შეკრების შემდეგ გაიხსენეთ რაც ვთქვი)",- ასე გამოეხმაურა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) ხელმძღვანელი სულხან სალაძე 14 დეკებერს დაანონსებულ "ქართული ოცნების" აქციას. 

როგორც სალაძე სოციალურ ქსლეში წერს, რეგიონებში ხალხის მობილიზებაა გააქტიურებული და დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედის მანკიერ თვისებებს სრულად ითვისებს. 

"ქართული ოცნება, 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას აანონსებს. ოფიციალურად, შეკრება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამება უნდა იყოს. სინამდვილეში, მმართველ პარტიას ძალის დემონსტრირება სურს და რეგიონებიდან ხალხის დიდი ნაწილი მოტყუებით ჩამოჰყავს (თუ არ გჯერათ, შეკრების შემდეგ გაიხსენეთ რაც ვთქვი). თუმცა, ახლა სხვა რამ მინდა დავწერო. როგორც გავიგე, აჭარაში მმართველ პარტიას, თბილისში ჩამოსაყვანი ხალხის შეკრებაში ისინი ეხმარებიან (რიგ შემთხვევაში თავად კრებენ), ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილის აჭარაში ჩასვლას აპროტესტებდა, მუნიციპალიტეტებში ხვდებოდა და შეხვედრების ჩაშლას ცდილობდა. ჰოდა, ეს არის დღევანდელი მმართველი პარტიის სახე, ნაბიჯ-ნაბიჯ აითვისეს ყველაფერი მანკიერი, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. ამ ფონზე, „აჯანყებულებით" ცნობილი უმრავლესობის მიერ, უზენაესი სასამრთლოში მოსამართლეების გამწესება სულაც არ არის გასაკვირი ამბავი. დრო გავა, შეიძლება ბევრიც, მაგრამ უმრავლესობის მიერ დღეს მიღებული სამარცხვინო გადაწყვეტილება ბევრჯერ და ბევრგან დაგვხვდება წინ",-წერს სულხან სალაძე.

 

 


close დახურვა