უკრაინაში, სუმის ოლქი რუსი სამხედროებისგან თავისუფალია. ამის შესახებ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.
"თუ გესმით აფეთქებები (და ძალიან ბევრი იყო ბოლო დღეებში), ეს მაშველები და ტექნიკოსები მუშაობენ. ანეიტრალებენ რუსი სამხედროების მიერ დატოვებულ საბრძოლო მასალას", - წერს ჟივიცკი.
მისივე თქმით, ოლქის ტერიტორია უსაფრთხო არაა, რადგან ბევრი ნაღმია დატოვებული.