სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის დმიტრო ჟივიცკის ინფორმაციით ქალაქ ახტირკაში რუსულმა ტანკმა დღეს მოქალაქეებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა.
ჟივიცკის ინფორმაციით, ქალაქის გარშემო ტერიტორია დანაღმულია, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანები შემთხვევის ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებენ.
„ახტირკას დასახლებაში რუსულმა ტანკმა მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა.
სასწრაფო დახმარების მანქანები ადგილამდე ვერ აღწევენ. გარშემო ტერიტორია დანაღმულია.
ახლა ადგილობრივი ოჯახის ექიმები ფეხით მიემართებიან შემთხვევის ადგილისკენ და ეცდებიან სასწრაფოს მოსვლამდე დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიონ. ეს დადასტურებული ინფორმაციაა“ - წერს დმიტრო ჟივიცკი ფეისბუქზე.
შემთხვევის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.