logo
ENG



სუნაკი: ზაფხულში დიდი ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების წვრთნებს დაიწყებს

21 მაი 202311:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/21/ai6c6bw4mrvcouo.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, ზაფხულში ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების წვრთნებს დაიწყებს.

ამის შესახებ სუნაკმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში განაცხადა.

"დიდი ბრიტანეთი ზაფხულში უკრაინელი მფრინავების F-16 ავიაგამანადგურებლების მართვაში წვრთნებს დაიწყებს, რითაც ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გრძელვადიან პერსპექტივაში გაძლიერებას.

უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. უკრაინამ არა მხოლოდ ომი უნდა მოიგოს, არამედ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა", - თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.

ორი დღეა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარეობს - გუშინ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 


close დახურვა