ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ თურქეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ის NATO-სთვის ისტორიულ მომენტად შეაფასა.
"ეს NATO-სთვის ისტორიული მომენტია, რომელიც ჩვენ ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის. შვედეთო, ჩვენ მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ალიანსში მიგიღოთ", - წერს სუნაკი Twitter-ზე.
თურქეთი შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა.