logo
ENG



სუნაკის თქმით, ბრიტანეთი უკრაინას 125 საზენიტო იარაღს გადასცემს

19 ნოე 202219:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/19/g521egjowna49w5.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, ბრიტანეთი უკრაინას 125 საზენიტო იარაღს გადასცემს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით იგერიებენ რუსეთის ჯარებს ადგილზე, მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად იბომბება ჰაერიდან.

50 მილიონი ფუნტის ღირებულების საჰაერო თავდაცვის პაკეტის მთავარი მიზანი იქნება უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის დაცვა რუსული თავდასხმებისგან", - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.

სუნაკი ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის პაკეტი შედგება 125 საზენიტო იარაღისგან და სხვადასხვა სამხედრო ტექნიკისგან, რაც მისი თქმით, უკრაინელებს ირანული დრონებისგან დაიცავს.

დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ზელენსკის თქმით, შეხვედრისას ორი ქვეყნისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.


close დახურვა