logo
ENG



სუპერ სამშაბათი - პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით ჯო ბაიდენმა ექვს შტატში გაიმარჯვა

04 მარ 202008:48
3 წუთის საკითხავი
 

„დემოკრატიული პარტიის" პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით ჯო ბაიდენმა ექვს შტატში გაიმარჯვა. შეერთებული შტატების ყოვილმა ვიცე-პრეზიდენტმა ოპონენტებს პირველობა ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ალაბამაში, ოკლაჰომაში, მინესოტასა და ტენესიში არავის დაუთმო. რაც შეეხება ბერნი სანდერსს, წინასწარი პროგნოზით ის კოლორადოსა და ვერმონტის შტატში იმარჯვებს. საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ჯერ კიდევ 8 შტატის შედეგებია გამოსაქვეყნებელი.

ე.წ. სუპერ სამშაბათის ფარგლებში ამომრჩეველმა დემოკრატებს შორის ფავორიტი შეერთებული შტატების 14 შტატში უნდა გამოავლინოს. პრაიმერიზის საბოლოო შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. „დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა კი ივლისში, პარტიის ეროვნულ ყრილობაზე დასახელდება. 


close დახურვა