logo
ENG



სურამში მოკლული ქალის ოჯახის თქმით, ბრალდებულს ზვიადაძე მფარველობს, პროტოპრესვიტერი უარყოფს

28 აგვ 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

სურამში მოკლული ქალის ოჯახი ამტკიცებს, რომ ბრალდებულ ქმარს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე მფარველობს, თავად სასულიერო პირი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. 

ზვიადაძემ დაადასტურა, რომ ბრალდებული მისი ნათლულია და მუდმივ კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან. სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, ვინმე შეეცადოს ბრალდებულს პასუხიმგებლობა აარიდოს.

"დაუშვებელია, რომელიმე პიროვნება ცდილობდეს იმას, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობა აარიდოს თავიდან. ერთადერთი სწორი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ გამოძიების მსვლელობაში არ შეიძლება ვინმე ჩაერიოს, გამოძიება უნდა წარიმართოს ობიექტურად", - ამბობს სასულიერო პირი.

მოკლული ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები კი ამტკიცებენ, რომ კაცს, რომელმაც ცოლს ესროლა და მოკლა, ზვიადაძე მფარველობს და ახლა მისი ჩარევით, შესაძლოა, ბრალდებული შეურაცხადად გამოახადონ და ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულში გაუშვან.


close დახურვა