ბავშვებისთვის განკუთვნილი ვადაგასული ხორცი - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში შპს სოფოს მიერ საბავშვო ბაღებში დასარიგებლად გამზადებული ხორცი აღმოაჩინა. კომპანიას განზრახული ჰქონდა სააღმზრდელო დაწესებულებებში პროდუქტის ეტიკეტისა და შესაბამისი საბუთების გარეშე შეტანა.
“ეს არის შპს "სოფოს" მიერ ნაქირავები ფართი, სადაც ხდება დაფილვა. ეს შპს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს ამარაგებს. ამ შემთხვევაში ხორცი, რომელიც არის ვადაგასული, ეტიკეტის და საბუთების გარეშე უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში”, - აცხადებს ერქომაიშვილი.
შპს "სოფოს" მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, მათ წარმომადგნელებთან დაკავშირება, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.