logo
ENG



სუს-თან დაკავებულ 20-მდე პირს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, 3-ს 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

12 ნოე 202117:17
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან 10 ნოემბერს გამართულ აქციაზე დაკავებულ 20-მდე მონაწილეს 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო 3 პირს - ბორის ყურუას, ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ნებიერიძეს 6 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. 

10 ნოემბერს სუს-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობებთან გამართულ აქციებზე ჯამში 46 ადამიანი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას. 

პოლიციელები აქციის მონაწილეებს დაკავების მიზეზებს არ უხსნიდნენ. მათ ხელს კიდებენ და პოლიციის მანქანებში ძალის გამოყენებით სვამდნენ. ადამიანებს იმ დროსაც აკავებდნენ, როცა ისინი ჟურნალისტებთან კამერების წინ ლაპარაკობდნენ. 


close დახურვა