logo
ENG



სუს-თან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

04 დეკ 202511:52
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სუს-თან მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები შეიკრიბნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხაბეიშვილი პოლიტპატიმარია და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ახლობლების თქმით, ხაბეიშვილს შეზღუდული აქვს პაემნისა და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა პოლიტიკოსი დაატყვევა მისი პოლიტიკური განცხადების გამო. ლევან ხაბეიშვილი არა დანაშაულისთვის, არა ქმედებისთვის - არამედ სიტყვისთვის, პოლიტიკური განცხადებისთვის ჰყავს ივანიშვილს 4 კედელში გამოკეტილი.

 2024 წელს, რუსული კანონის მიღებისას, ახალგაზრდის დასახმარებლად გაქცეულს, რუსული რეჟიმის ომონი სასიკვდილოდ გაიმეტა და სახის ძვლები დაულეწა. ნახევარი საათის განმავლობაში აწამებდნენ, სახის ძვლებს ულეწავდნენ, ამბობდნენ, რომ უნდა მოეკლათ და შემდეგ ეთქვათ, რომ თავი დაარტყა. ყოვევლივე ამას ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, უყურებდნენ, იღბდნენ...

მეორე დღსვე ხაბეიშვილმა ამხილა ყველა მაღალჩინოსანი, თუმცა დღემდე ერთიც კი არაა დაკითხული, არათუ დაკავებული"- თქვა მარიამ დოლიძემ.


close დახურვა