სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა უცხოური საწარმოს, "საფეჯის", მუდმივი დაწესებულების თანამშრომელი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ქალაქ ფოთში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის პროცესს უწევდა ზედამხედველობას.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დამნაშავემ მშენებლობის პროცესში არსებული დარღვევების დასაფარად, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელს ჯამში 44 ათასი ლარი გამოართვა. დაკავებულს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.