logo
ENG



სუს-ი უარყოფს, რომ პანკისში სპეცოპერაციის მონაწილემ თავი მოიკლა

23 ოქტ 201917:18
3 წუთის საკითხავი
 
zq7edesz2bhojay.png

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე სამართალდამცველმა თავი მოიკლა. ინფორმაცია ამის შესახებ მოკლულის მამამ გაავრცელა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას წყარომ აცნობა, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც მის შვილს, თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცოპერაციისას ესროლა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მალხაზ მაჩალიკაშვილი წყაროს არ ასახელებს. 

„ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, მას ჩემთვის სახელი და გვარი არ უთქვამს. ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, რომ იმ სამი სპეცრაზმელიდან ერთ-ერთმა თავი მოიკლა,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში საკუთარ საწოლში მოკლეს. ოჯახი აცხადებს, რომ ის სხვაში აერიათ და სახელწმიფო შეცდომას არ აღიარებს.


close დახურვა