სუს-ის მიერ ქუთაისში დაკავებული მოქალაქე სამხედრო დიდების მუზეუმის თანამშრომელი ბეჟან ხურციძეა. კულტურის აიპის ხელმძღვანელის ვაჟა ჯუღელი დაკავების ფაქტს ადასტურებს, მაგრამ დაკავების მიზეზი მისთვის უცნობია.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოხუცი კაცი ქარვასლასთან იდგა, როდესაც მას სუსის თანამშრომლებმა საბუთი აჩვენეს, ხელბორკილები დაადეს და მანქანაში ჩასვეს. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.