logo
ENG



სუს-მა ტერორისტულ დანაშაულზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 2 ქართველი წევრი დააკავა

26 ივლ 202313:13
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

"უსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები", - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

სუს-ის ცნობით, გამოძიებას სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრი სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს.

მათივე თქმით, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.


close დახურვა