logo
ENG



სუს: 18-19 ივნისს ხურვალეთში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ ბორდერიზაცია განაახლეს

19 ივნ 202214:45
3 წუთის საკითხავი
 
სუს: 18-19 ივნისს ხურვალეთში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ ბორდერიზაცია განაახლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

სუს-ის ცნობით, 2022 წლის 18-19 ივნისს სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში უკანონო ინსტალაცია აღმართეს.

სუს-ის ცნობით, ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი.

უწყება აცხადებს, რომ უკანონო ბორდერიზაციის საკითხი მწვავედ დაისმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას” - აცხადებს სუს.

 

close დახურვა