logo
ENG



სუს: დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის გამგეობის თანამშრომელი დავაკავეთ

01 მარ 202116:49
3 წუთის საკითხავი
 

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, თბილისის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, მათ მიერ შესაძენად შერჩეული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად, ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯანმრთელი ხეების გაკაფვას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 8 000 აშშ დოლარის  გადახდა.  

"26 თებერვალს, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.


close დახურვა