logo
ENG



სუს: ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევთან უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა

19 სექ 202223:49
3 წუთის საკითხავი
clock 740
სუს: ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევთან უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა

უწყების ცნობით, ფაქტი 2021 წელს დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებაა.

"ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ინფორმაცია გაზიარებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის, ისევე როგორც დაკავებების დესტრუქციული პრაქტიკა ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება"- ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა