logo
ENG



სუს: ოკუპირებულ ცხინვალში გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

18 იან 202117:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/18/3zcy9ha67ombsqa.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. უწყების ინფორმაციით, მომდევნო სხდომა 25 იანვარს ჩაინიშნა.

"ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით დღეს 18 იანვარს გაიმართა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი. მიმდინარე ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. მომდევნო ე.წ. სასამართლო დაგეგმილია 25 იანვარს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით", - აცხადებენ სუს-ში. 

2020 წლის 24 დეკემბერს ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა. იგი 11 ივლისიდან ოკუპანტების ტყვეობაშია - მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე ფეხშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.


close დახურვა