logo
ENG



სუს: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე

21 აგვ 202415:41
3 წუთის საკითხავი
 
სუს: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი, მესამე მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმმა განაცხადა, რომ დანარჩენი ორი უკანონოდ დაკავებულის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, ე.წ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია "უკანონო მიგრაციის ორგანიზების ბრალდებით."

"როგორც წინა განცხადებაშიც აღინიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, წარმოებს პერმანენტული კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ინფორმაცია მიეწოდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს", - წერია სუს-ის განცხადებაში.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულებს აფხაზეთში ბინადრობის უფლება ჰქონდათ და მოქალაქეებს ე.წ. საზღვრის "უკანონოდ გადაკვეთაში" ეხმარებოდნენ.


close დახურვა