logo
ENG



სუს: საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ზარდიანთკართან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავა

21 ნოე 202018:16
3 წუთის საკითხავი
 
სუს: საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ზარდიანთკართან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მომხდართან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი.

სუს-ში ამბობენ, რომ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა