სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ პირველ ნოემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, ვლადიმერ ჯოხაძე და მალხაზ ტიელიძე თავისუფლები არიან.
სუს-ის ცნობით, ისინი სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს.
ასევე დღეს სუს-ის ცნობით, დღეს გათავისუფლდა 1-ლ ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეც.
"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობა" - აცხადებს სუს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.