logo
ENG



სუს: საოკუპაციო ძალებმა გორის სოფელ ზერტის მაცხოვრებელი დააკავეს

02 მარ 202118:51
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/02/w5q0hz4ryt0oa0t.jpg

სუს-ის განცახდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მაცხოვრებელი. 

უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფს დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ გაათავისუფელბენ. 

უწყების ცნობითვე, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი, მომხდარზე აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.


close დახურვა