logo
ENG



სუს: ქრთამის აღებისთვის ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დავაკავეთ

17 იან 202317:26
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღებისთვის ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი გ.ხ. დააკავეს.

უწყების ცნობითვე, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბათუმში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 2400 ლარი.

"გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე"- ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა