logo
ENG



ტაივანი კიევს დახმარების სახით 8 მილიონ დოლარს გაუგზავნის

22 აპრ 202223:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/22/bxncr5je6uv6qv8.jpg
Sam Yeh /AFP

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ კიევის მერთან ვიტალი კლიჩკოსთან სატელეფონო დიალოგში განაცხადა, რომ ტაივანი კიევს დახამრების სახით 8 მილიონ დოლარს გაუგზავნის.

ფინანსებიდან 3 მილიონი კიევს გადაეცემა, დამატებით 5 მილიონი დოლარი კი 6 ადგილობრივ საავადმყოფოს.

აღსანიშნავია, რომ ტაივანმა უკრაინას დახმარება უკვე მეოთხედ გაუგზავნა.

ვუმ კლიჩკოსთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას არა მხოლოდ უკრაინელ ხალხისთვის მოაქვს ზიანი, არამედ საერთაშორისო წესრიგსა და დემოკრატიასაც უქმნის საფრთხეს.

მისი თქმით, ტაივანი და უკრაინა პარტნიორი ქვეყნები არიან, დემოკრატიულ იდეოლოგიას იზიარებენ და ტოტალიტარიზმის გავრცელებას ებრძვიან.

კლიჩკომ ვუს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მშვიდობა მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიწყოს, როცა ბოლო რუსი სამხედრო დატოვებს უკრაინას“. კლიჩკომ საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის აგრესიის დაგმობისა და რუსეთისთვის მასშტაბური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

 

close დახურვა