logo
ENG



ტაივანის ოფისის გახსნის გამო ჩინეთი ლიეტუვიდან ელჩს გაიწვევს

10 აგვ 202115:14
3 წუთის საკითხავი
 
ტაივანის ოფისის გახსნის გამო ჩინეთი ლიეტუვიდან ელჩს გაიწვევს

ტაივანის ოფისის გახსნის გამო ჩინეთი ლიეტუვიდან ელჩს გაიწვევს. ამასთან, ჩინეთი მოითხოვს, რომ ვილნიუსმა საკუთარი ელჩი გაიწვიოს პეკინიდან.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს და ნებისმიერ მის დამოუკიდებელ ნაბიჯს პასუხობს. 1949 წლიდან ტაივანს დემოკრატიული ადმინისტრაცია მართავს, რომელიც ჩინეთისგან დამოუკიდებლობას ესწრაფვის.

ვილნიუსში ოფისის გახსნის შესახებ ტაივანმა გასულ თვეში განაცხადა და მას ტაივანის წარმომადგენლობის სახელი დაარქვა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპაში წარმომადგენლობისთვის კუნძულის სახელი გამოიყენეს. ძირითადად იყენებენ ტაიბეის, ანუ ტაივანის დედაქალაქის სახელს. ტაივანმა ტოკიოს ოლიმპიადაში "ჩინეთის ტაიბეის" სახელით მიიღო მონაწილეობა.

ჩინეთმა არაერთხელ მოითხოვა ლიეტუვისგან, ოფისის გახსნაზე უარი ეთქვა და შესაბამის შედეგებზეც მიანიშნებდა. პეკინში ვილნიუსის გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდეს და მოუწოდეს, სიტუაცია გამოასწორონ.

ფორმალურად დიპლომატიური ურთიერთობები ტაივანთან 15 ქვეყანას აქვს, თუმცა ბევრს იქ დე ფაქტო საელჩო აქვს განთავსებული, რომელსაც სავაჭრო ცენტრს უწოდებენ. 

ტაივანში ოფისის გახსნას გეგმას ლიეტუვაც და მათთვის 20 ათასი დოზა ვაქცინის ჩუქებასაც აპირებს. ქვეყანაში მწუხარება გამოთქვეს პეკინის გადაწყვეტილების გამო, გაიწვიოს საკუთარი ელჩი.

"განვიხილავთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.


close დახურვა