logo
ENG



ტაილანდის პრემიერის თქმით, ჰამასმა ტაილანდის 12 მოქალაქე გაათავისუფლა

24 ნოე 202318:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/24/8qojbwu0wkwyeuk.jpg

ტაილანდის პრემიერმინისტრის თქმით, ჰამასმა მძევლად აყვანილი ტაილანდის 12 მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მისივე თქმით, საელჩოს ოფიციალური პირები გზაში არიან, რათა ისინი წამოიყვანონ, მაგრამ არ დააკონკრეტა სად იმყოფებიან მძევლები.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ მანამდე განაცხადა, რომ ჰამასი 13 მძევლის გარდა დამატებით ტაილანდის 12 მოქალაქეს გაათავისუფლებდა.

ამასთან, რაფაჰის საზღვრო პუნქტი ეგვიპტესა და ღაზას შორის ემზადება ჰამასის მიერ გათავისუფლებული მძევლების მისაღებად და ისრაელის მხარეს გადასაყვანად ემზადება. 

დღეს, 24 ნოემბერს ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი შეთანხმება ძალაში ადგილობრივი დროით, დილის 7 საათზე შევიდა. ასობით ადამიანი ეგვიპტიდან ღაზაში გადასვლას ელოდებოდა. 

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პირველ ეტაპზე ჰამასი 13  მძევალს გათავისუფლებდა, საპასუხოდ კი ისრაელი 39 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. საერთო ჯამში, ჰამასის მხრიდან 50 მძევლის გათავისუფლება იგეგმება. 

მძევლების გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე ჰამასმა პალესტინელი პატიმრების სია გაასაჯაროვა. მათგან 24 ქალი და 15 არასრულწლოვანია. სიაში შემავალი ადამიანების უმრავლესობა ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროდან არიან.


close დახურვა