logo
ENG



ტაილანდში დააკავეს ქალი, რომლის ლომიც ქალაქში Bentley-ით გადაჰყავდათ

25 იან 202417:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/25/i0r71j0pwbuauf5.jpg

ტაილანდის პოლიციამ დააკავა ქალი, რომლის მოშინაურებულ ლომს ქალაქ პატაიაში მანქანით ასეირნებდნენ. ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, ჩანს ლომი, რომელიც სახურავგადახდილ ბენტლის უკანა სავარძელზე ზის.

ლომი გადაჰყავდა კაცს, რომელმაც მას შემდეგ ქვეყანა დატოვა, და როგორც ვარაუდობენ, ქალის, სავანჯიტ კონსუნგნერის მეგობარია.

მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდში ლომის ყოლა არაკანონიერი არაა, აუცილებელია მისი ოფიციალურად დარეგისტრირება.

ტაილანდის ხელისუფლების თქმით, სავანჯიტი ამტკიცებდა, რომ ცხოველი პატომის პროვინციაში ტაილანდელი კაცისგან იყიდა, რომელმაც პატაიაში მის ჩამოყვანასაც შეუწყო ხელი. თუმცა მას არ ჰყავდა ცხოველი შემოწმებული, რის გამოც მისი გაყიდვაც და ყოლაც უკანონოდ მოხდა.

ქალს ემუქრება ბრალი კონტროლირებადი გარეული ცხოველის ნებართვის გარეშე ფლობისთვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

პოლიციას ასევე სურდა ბრალის წაყენება შრი-ლანკის მცხოვრებისთვის, რომელსაც ლომი ნაქირავებ ვილაში ჰყავდა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან კაცმა ქვეყანა დატოვა.

ბრალს ასევე წაუყენებენ კაცს, რომელმაც ლომი გაყიდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ამჟამად ტაილანდში კანონიერ მფლობელობაში 224 ლომია.


close დახურვა