იაპონიას ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი ტაიფუნი უტევს. სტიქია სახელწოდებით „ჰაგიბისი“ ტოკიოსა და მის შემოგარენს დღის მეორე ნახევარში მიაღწევს, თუმცა სანაპირო რეგიონები უკვე დატბორილია.
ამ დროის მონაცემებით სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულის მანქანა ძლიერმა ქარმა ამოაყირავა, ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დაანგრია, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან ევაკუაციისკენ მილიონზე მეტ ადამიანს მოუწოდა.
10 ათასაზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ტოკიოში დაკეტილია მაღაზიები, საწარმოები, მეტროები, ასევე გადაიდო 600-ზე მეტი ავიარეისი. სტიქიის გამო გაუქმდა რაგბის მსოფლიო თასის დღევანდელი თამაშები და ფორმულა ერთის რბოლებიც.