ნედ პრაისის განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ ის, რომ ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ამერიკა არის საქართველოს მეგობარი და ის გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მომავალში. უნდა ითქვას, რომ ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობა არის დრეს ყველაზე მაღალ ნიშნულზე. [...]
ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაღალი თანამდებობის პირის, როგორიცაა ნედ პრაისის განცხადებების თავისუფალი და განვრცობილი ინტერპრეტაციები არ მოხდეს. ამან მხოლოდ შეიძლება დააზიანოს პროცესები. აქედან გამომიდინარე, რომ ყველა, ვინც არის საქართველოს მეგობარი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, უფრთხილდება საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ბუნდოვანება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მხოლოდ დამაზიანებელი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, ყველა კითხვაზე პასუხი უნდა იქნას გაცემული. ნედ პრაისის განცხადებაში ცენტრალური, გენერალური ხაზი არის საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა.