![2022/10/04/xlnx8ca4bdcwk8v.jpg](/uploads_script3/articles/2022/10/04/xlnx8ca4bdcwk8v.jpg)
თამარ ტალიაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყდა. საკითხს პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი იქნება.
ტალიაშვილს პარლამენტში ქართული ოცნების პრესსამსახურის თანამშრომელი გრეტა წიწავა შეცვლის. ინფორმაცია მან ფორმულას დაუდასტურა.