logo
ENG



ტანკერიდან ნავთობის გაჟონვის გამო, პუტინმა ნორილსკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

04 ივნ 202014:39
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ქალაქ ნორილსკში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. არქტიკულ ქალაქში საგანგებო ზომების მიღება ტანკერიდან ნავთობის გაჟონვის გამო გახდა საჭირო.

ელექტროსადგურზე წნევის დაცემის გამო ტანკერიდან 20 000 ტონა საწვავი და ლუბლიკანტი მდინარე ამბარნაიაში ჩაიღვარა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა  ადგილობრივი ხელისუფლებით უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ გაჟონვის შესახებ ინფორმაცია მათ ორი დღის დაგვიანებით, სოციალური ქსელებიდან მიიღეს.


close დახურვა