logo
ENG



ტარიელ ნაკაიძემ ევროპული საქართველო დატოვა, ის პარლამენტში შედის

18 მაი 202115:52
3 წუთის საკითხავი
clock 787

ტარიელ ნაკაიძე ევროპულ საქართველოს ტოვებს. ის პარლამენტში შედის და საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ევროპულ საქართველოს, რათა მომეცა საშუალება, პარლამენტში მოვხვედრილიყავი და შესაბამისად, ამ გუნდთან ერთად ძალიან სერიოზული გამოცდილება მივიღე. მე ველოდებოდი პოლიტბსაჭოს შეხვედრას, მეც გახლდით წევრი და ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, მე ვემხრობი ამ გადაწყვეტილებას და მხარს ვუჭერ.

თუმცა, ჩემი სპეციფიური ბექგრაუნდიდან და წარმომადგენლობითი ფონიდან გამომდინარე, რომელიც მე მაქვს განსაკუთრებით რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით და ყველა ის გამოკითხვა, რომელიც მე ვაწარმოე ბოლო ამ დროის განმავლობაში, მაძლევს იმის საფუძველს, რომ მე დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი. ამ შემთხვევაში არ და ვერ წარმოვადგენ ევროპულ საქართველოს", - თქვა ნაკაიძემ.

ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია პარლამენტში არ შედის. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განმარტა, ტარიელ ნაკაიძე თუ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, პარტიის დატოვება მოუწევს. 

პარტიის სიით პარლამენტში გასული დეპუტატებიდან 3 უკვე პარლამენტშია და საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებს, ელენე ხოშტარია კი მანდატზე უარს ამბობს. პარტიამ სულ 5 მანდატი მოიპოვა.


close დახურვა