logo
ENG



ტაქსით 2-ზე მეტი მგზავრის გადაყვანაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდა

24 მარ 202111:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/24/7g726u4zbjs1mw4.png

დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) მგზავრობის აკრძალვა იხსნება.

აღნიშნულს ითვალისწინებს მთავრობის მიერ 23 მარტს მიღებული დადგენილება, რომლითაც "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

დადგენილების ძველი რედაქციით, მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: 

"იკრძალება ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად".

ახალი რედაქციით, მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში წერია, რომ "ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები  აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით".

დადგენილების თანახმად, ძალაში რჩება საჯარო სივრცეში პირბადის ტარებაზე დაწესებლი რეგულაცია:

"საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. პირბადის ტარებისგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით".

ასევე, ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.


close დახურვა