ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო.
Reuters-ი წერს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ჩინეთის საზღვრიდან 82 კილომეტრში იყო და ბიძგები ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა. ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.
სინციანის რკინიგზამ მოძრაობა შეაჩერა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
