ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, დისტანციურად ილოცონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ქვეყანაში კანონი უზენაესი უნდა იყოს ყველასთვის, იქნება ეს მორწმუნე, ათეისტი, თუ სხვა.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის ფართო მასშტაბით გავრცელების საშიშროებაა, გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, რომ სახლში დარჩნენ.
„კანონი დღეს გვეუბნება, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის, ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და არ უნდა იყოს ერთ სივრცეში სამ ადამიანზე მეტი. ჩემი რჩევა იქნება, რომ წელს თავი შევიკავოთ და დავრჩეთ სახლში, მივცეთ საშუალება მღვდლებს, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართულები წირვა-ლოცვაში", - ამბობს ამირან გამყრელიძე.