logo
ENG



ტელეკომპანია იმედის ყოფილი გენერალური დირექტორი ყაზახეთში ელჩად დაინიშნა

17 ნოე 202212:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/17/i0xydg89rt7qeoq.jpg

ტელეკომპანია იმედის ყოფილი გენერალური დირექტორი ყაზახეთში ელჩად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახემ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლოზ ლალიაშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

2000-2005 წლებში ნიკა ლალიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, უშიშროების საბჭოში და უშიშროების სამინისტროში. 2008-2012 წლებში ის პარლამენტის წევრი იყო. 2019 წელს ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა, ხოლო 2020-2021 წლებში იმედის გენერალური დირექტორი იყო.

 


close დახურვა