ტელეკომპანია იმედმა გამოაქვეყნა მისივე დაკვეთით, გორბის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები 4 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. მათ შორის არ არის ზუგდიდის მონაცემები.
იმედის ეგზიტპოლის მიხედვით, ხმები 4 ქალაქში შემდეგნაირად განაწილდა:
თბილისი:
კახა კალაძე - ქართული ოცნება - 57,2%;
ნიკანორ მელია - ნაციონალური მოძრაობა - 42,8%
რუსთავი:
ნინო ლაცაბიძე - ქართული ოცნება - 53,8%;
დავით კირკიტაძე - ნაციონალური მოძრაობა - 46,2%.
ქუთაისი:
იოსებ ხახალეიშვილი - ქართული ოცნება - 51,9%;
ხატია დეკანოიძე - ნაციონალური მოძრაობა - 48,1%.
ბათუმი:
არჩილ ჩიქოვანი - ქართული ოცნება - 50,8%;
გიორგი კირთაძე - ნაციონალური მოძრაობა - 49,2 %.
ტელეკომპანია იმედი აქვეყნებს ეგზიტპოლის მეთოდოლოგიასაც:
ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა გორბიმ 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი - თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.