ტელეკომპანია „კავკასიას“ ინკასო დაადეს. ინფორმაციას „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ავრცელებს.
როგორც ჯანგირაშვილი Facebook პოსტში წერს, დავალიანება 29 000 ლარია.
„ინკასო კავკასიის ანგარიშზე. დავალიანება 29 000 ლარი. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი მოთხოვნა დავალიანების, მათ შორის ქონების გადასახადის ერთწლიან განაწილვადებაზე უარყოფილია.
სამაგიეროდ იმედის და რუსთავის2–ის 55 მილიონი გადანაწილებულია 5 წელზე“, - წერია ჯანგირაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიას ინკასო 2019 წლის 25 დეკემბერსაც დაედო. მაშინ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი მოითხოვდა, რომ ყველა მაუწყებელი თანაბარ პირობებში ჩამდგარიყო, რადგან ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2-სა“ და „მაესტროს“ წლების განმავლობაში დაგროვილი მილიონობით ლარის დავალიანება აქვთ, მაგრამ მათ ანგარიშებს ყადაღა არ ედო.