logo
ENG



ტემპერატურა და პნევმონია აქვს ზოგიერთს - საჩხერის საავადმყოფში 5 პაციენტის პასუხს ელოდებიან

29 აპრ 202009:59
3 წუთის საკითხავი
 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში დღეს 5 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. პაციენტები საავადმყოფოში საცხოვრებელი ბინებიდან გადაიყვანეს. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის თქმით, მათ ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნებათ. 

"ტემპერატურა და პნევმონია აქვს ზოგიერთს. სხვადასხვა ასაკია, ძირითადად ახალგაზრდები და საშუალო ასაკის. სარისკო ჯგუფის ასაკი არაა",-აცხადებს მიხეილ ქამუშაძე.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ამ ეტაპზე კოვიდ 19-ის დადასტურებილი დიაგნოზით არავინ მკურნალობს. კლინიკა  კორონავირუსისგან  გამოჯანმრთელებულმა 7-მა პირმა უკვე დატოვა. 


close დახურვა