ოცნების დეპუტატის კომპანიებმა რვა წელში 43 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. ლაპარაკია რუსთავის საკრებულოს წევრ მამუკა ხელაიაზე, რომელიც 14 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ფაქტები ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა. მკვლევრების თქმით, სქემა აქაც იდენტურია და ხელისუფლების ხელწერას იმეორებს: ერთ კომპანიაზე მორგებული პირობებით მოგებული ტენდერების შემდეგ, ბიზნესმენები მმართველ პარტიას ფულს სწირავენ და მათ საარჩევნო კამპანიას აფინანსებენ. ხელაია კითხვებს არ პასუხობს, ოცნება კი თავს მედიას ესხმის.
ტენდერებში გამარჯვებული შემომწირველები
14 თებ 202420:24
3 წუთის საკითხავი